თბილისის „საახალწლო სოფელი“  კონცერტით დაიხურა

დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„დღეს „საახალწლო სოფელი“ დასრულდა. რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში, ბევრი აქტივობა განხორციელდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და მეწარმეს, ვინც მის ორგანიზებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიის ცნობით, კონცერტში მონაწილეობდნენ მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე და დათო ფორჩხიძე. შემსრულებლები მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელის, რუსა მორჩილაძის მიერ შედგენილი პროგრამით წარდგნენ.

ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფმა The Quintessence, ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გიორგი სუხიტაშვილმა ოსური და აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო