თეა ახვლედიანმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია და შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს ანა ბარბაქაძეს, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია და შესაბამისი სერთიფიკატი გადასცა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე კეთდება და ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე გამარტივებული წვდომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის როლს და მათ სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მიმართვაში ნუნუ მიცკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების მიღების კუთხით ახალგაზრდების მხარდაჭერა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

მინისტრის მოადგილემ ანა ბარბაქაძეს სტიპენდიის მოპოვება პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 2021 წლის სტიპენდიანტი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ბარბაქაძე. სტიპენდიანტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის საშუალო სკოლა დაამთავრა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ანა ბარბაქაძე სტიპენდიის სახით ოთხი სასწავლო წლის მანძილზე 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებში აამაღლოს უმაღლესი განათლების მიღებისა და სწავლის მოტივაცია, რომ ისინი მეტი განათლებითა და წარმატებებით დაუპირისპირდნენ ოკუპაციის წნეხს.

დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. „დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სტიპენდიებით დაჯილდოების მთავარი მიზანი იმ ახალგაზრდების თანადგომა და მხარდაჭერაა, რომელთაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებულად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, რომელთაც სურთ, რომ დაეუფლონ ხარისხიან უმაღლეს განათლებას და საუკეთესო შედეგი აჩვენონ ეროვნულ გამოცდებზე. სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლის გაზრდა და ზოგადად ახალგაზრდების გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მეტი განათლებით, მეტი განვითარებით, სამშვიდობო ინიციატივების წარმატებული განხორციელებით და უფრო კონკრეტული მიზანმიმართული ნაბიჯებით, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ მავთულხლართებით აღმართულ ბარიერებს და მივაღწევთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას და შერიგებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ანა ბარბაქაძეს, რომელიც წელს ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო და წარმატებებს ვუსურვებ მას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს