საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 990 183-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა - 557, იმერეთი - 539, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 595 საიდანაც:

4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 838, აჭარაში - 603, იმერეთში - 811.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში - 438, აჭარაში - 134, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 50, იმერეთში - 24.

2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 - თბილისში, 557- აჭარაში.

44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს