რუსეთის საელჩო თეთრი სახლის განცხადებაზე - რუსეთი ომის წინააღმდეგია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტას

აშშ-ში რუსეთის საელჩო თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის კომენტარს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებები უსაფუძვლოა და მათი მიზანი რუსეთზე საინფორმაციო ზეწოლის განხორციელებაა.

„ვეხმიანებით თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის საბაბის მომზადების შესახებ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე დეტალურად აღწერენ მსგავსი პროვოკაციების სცენარებს და ასახელებენ „ოპერაციების“ დაწყების თარიღებს, როგორც ყოველთვის, მტკიცებულების გარეშე. ასეთი განცხადებები ადასტურებს ჩვენს ქვეყანაზე განუწყვეტელ საინფორმაციო ზეწოლას. მეტიც, იგივე სცენარი მეორდება: ხდება სენსაციის „ჩაყრა“, რომელსაც შემდეგ მედია იმეორებს და მთავარ ამბად აქცევს,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათი მტკიცებით, რუსეთი ომის წინააღმდეგია და მხარს უჭერს საერთაშორისო პრობლემების დიპლომატიურ გადაწყვეტას.

„გვინდა გავაფრთხილოთ ჩვენი კოლეგები მსგავს ავანტიურებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აშშ-ში (როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე მედიაში) ჩვენს მიმართ უწყვეტი ბრალდებები უსაფუძვლოა. მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს ჩაერთოს არსებით სამუშაოებში, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები რუსული მხარის მიერ შეთავაზებული შეთანხმებების პროექტების საფუძველზე. რუსეთი ომის წინააღმდეგია - ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა