ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი იერმაკმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით რუსეთის მხრიდან პასუხს, მაგრამ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გარკვეული ინტერესით შეხვდნენ ჩვენს წინადადებას“, - აღნიშნა ანდრეი იერმაკმა.

მისი თქმით, კიევი მხარეებს ვირტუალურ შეხვედრას სთავაზობს.

"ვფიქრობ, ეს არის პროაქტიული პოზიცია, რომელიც უკრაინას მოლაპარაკებებში ჩართავს. თუ საუბარია ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვაზე, აუცილებელია უკრაინის ჩართვა", - აღნიშნა იერმაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა