აზერბაიჯანში კორონავირუსის 710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 710 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 624 918 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 608 145 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 510 კი - გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის წინააღმდეგ 4 712 091 ადამიანია ვაქცინირებული, 1 738 333 კი - „ბუსტერ“ დოზა აქვს მიღებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს