ზურაბ აზარაშვილი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა" და ცხელი ხაზის მუშაობას გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა" და სამინისტროს ცხელი ხაზის 15 05-ის მუშაობას გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა პანდემიის პირობებში პლატფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა" და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკის" გადამზადებული ექიმები, უმცროსი ექიმები და სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების მონიტორინგს და მეთვალყურეობას დისტანციურად ახორციელებენ, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფენ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკის" „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" შენობაში განთავსებისთვის და პანდემიის პირობებში გაწეული თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა სეუ-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა