მედეა მეტრეველი - კულტურის სფეროში საკადრო წმენდა, რომელიც ფრაგმენტულად 2019 წლიდან დაიწყო,  უკვე აქტიურ ფაზაშია

კულტურის სამინისტროც ყალიბდება სისტემად, სადაც კეთილსინდისიერება ნაკლია, ხოლო პროფესიონალიზმი დასჯადია. მთელი პროფესიული კაპიტალი, რაც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელოვნებო ორგანიზაციებში წლების განმავლობაში დაგროვდა, დიდი საფრთხის წინაშეა, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მედეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა კულტურის სამინისტროს მხრიდან დაწყებულ საკადრო ცვლილებების პროცესს.

მეტრეველი აღნიშნავს, რომ „საკადრო წმენდა, რომელიც ფრაგმენტულად 2019 წლიდან დაიწყო უკვე აქტიურ ფაზაში გადაიყვანეს“.

"სამსახურიდან ათავისუფლებენ ყველას, ვისაც აზრი მოეკითხება, ვინც თავის სფეროში ავტორიტეტია, ვინც პროფესიული კეთილსინდისიერებით წლებია ემსახურება თავის საქმეს და ქმნის მისაბაძ სტანდარტებს. ნათელია, რომ ხელოვნების მუზეუმში დაწყებული პროცესი მეტასტაზებივით სხვა ორგანიზაციებსაც გადაწვდება, რათა რეჟიმმა ბოლომდე დაიმორჩილოს ის თავისუფალი კუნძულები, რომლებმაც, თავიანთ დარგებში, დღემდე შეძლეს განვითარებაზე ორიენტირებული პროცესების შექმნა", - განაცხადა მეტრეველმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს