რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 29 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 803 534 -მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24-საათში კოვიდ 19-ით კიდევ 686 პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 321 320 შეადგინა. პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 9.8 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.