ანონსი 17 იანვარი

17 იანვარს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ალერგოლოგ-იმუნოლოგის, იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ბიძინა კულუმბეგოვის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „მძიმე ეპიდვითარება და „ომიკრონის“ დომინანტობის მოსალოდნელი შედეგები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
17 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
17 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „მძიმე ეპიდვითარება და „ომიკრონის“ დომინანტობის მოსალოდნელი შედეგები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
17 იანვარს, 11:00 საათზე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: წისქვილკომპინატები იხურება, თანამშრომლებს სამსახურებიდან უშვებენ - სფეროს წარმომადგენლები პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას ითხოვენ.
მის: ერწოს ქ.N11
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65
17 იანვარს, 11:00 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულები (სოციალური აგენტები, უფროსი სოციალური აგენტები, სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, იურისტები და მთავარი სპეციალისტები) გაიფიცებიან.
მის: თბილისი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საკონტაქტო: სოფო ჯაფარიძე - 557 99 65 34; დავით ომსარაშვილი - 591 98 67 87;
17 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) ბიუსტი გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრებიან ქართული ეკლესიის, მთავრობის, მერიის, საზოგადოებრიობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მის: თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზო, ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარე ხეივანი.
საკონტაქტო: გიორგი ანდრიაძე - 599 88 66 99
17 იანვარს, 15:00 საათზე, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაცია კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით სემეკის ოფისთან აქციას გამართავს.
17 იანვარს, 15:00 საათზე, „მიშას სექტორი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს.
საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე - 599024323
17 იანვარს, 16:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია სოციალური აგენტების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მის: წერეთლის N144
17 იანვარს, 19:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პრობლემასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება.

























