იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია

რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია და დიალოგში ჩართვა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ პოლიტიკური გამოსავალი გამოიძებნოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა.

„ამასთან, მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ნათელი შეტყობინება, რომ თუკი რუსეთი ასე მოიქცევა, ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

უნდა გვესმოდეს, რომ აგრესორი რუსეთია, სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული ყირიმი, ისინი მხარს უჭერენ სეპარატისტებს დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში და ახორციელებენ კიბერთავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალიანსი არ წავა დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

„ნატო-ს მოკავშირეები ვერ წავლენ დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას ნატო-ს წევრი გახდეს,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა