პეტრო პოროშენკო - დამაკავებენ? არა. პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ დარწმუნებულია, უკრაინაში დაბრუნებისას არ დააკავებენ.

„დამაკავებენ? ვამბობ, რომ არა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი თავდაჯერებული ვარ. უბრალოდ დაკავების მიზეზს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავის თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე ვბრუნდები უკრაინაში, რათა ვიბრძოლო უკრაინისთვის და არა ბატონი ზელენსკის წინააღმდეგ“, - განაცხადა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნებას დღეს გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო