ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით რიგ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა სთხოვა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლების თანამონაწილეობით, რათა ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით რიგ კანონებში ცვლილებები განხორციელდეს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე მუშაობა და შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტსა და მთავრობას გაეგზავნა.

„დაპირებისამებრ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩავატარეთ მონიტორინგი, შესაბამისად, რეკომენდაციები გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. მე ახლა მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწოთ მუშაობა იმიტომ, რომ საჭირო იქნება რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს ჩვენი მოლოდინით. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა უნდა უყოს, ერთი მხრივ, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი და მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, მინისტრი აზარაშვილი დაიწყებს მუშაობას ამ თემაზე და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა