ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სამართავად ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სამართავად ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის.

აზარაშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და ბინაზე მკურნალობის ყველა შემთხვევა ადეკვატურად მიმდინარეობს.

“კოვიდის ახალი შტამი „ომიკრონი“ გამოირჩევა საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით და ძალიან დადებითობით შეიძლება აღვნიშნოთ ის, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გვაქვს მნიშვნელოვნად შემცირებული და ის პრობლემები, რაც „ომიკრონთან“ და მის მართვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, გადადის უკვე დისტანციურ მომსახურებაზე - ეს შეიძლება იყოს „ქოლ ცენტრი“, ცხელი ხაზი, ჩვენი ონლაინ კლინიკები თუ 112-ის მომსახურება, რომლებიც მნიშვნელოვანია ადეკვატური რაოდენობის კადრებით იყოს დაკომპლექტებული. წინა კვირას ცხელ ხაზს და ონლაინ კლინიკებს დავამატეთ საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები. ვფიქრობ, რომ არცერთი ზარი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, ყველა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევას და ბინაზე მკურნალობას ადეკვატურად ვმართავთ და ამ მხრივ არანაირ პრობლემას და გართულებას არ ველოდებით. ვფიქრობ, რომ ჯარის ჩართვის საჭიროება ამ კუთხით, რომ ეს პროცესები ვმართოთ, არ არის“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს