ჯანდაცვის მინისტრი - სოციალური აგენტების ხელფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ - მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი ადეკვატურია

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალური აგენტებისთვის ხელფასის გაზრდა მოხდა, რის შემდეგაც ანაზღაურება, დატვირთულობიდან გამომდინარე, ადეკვატურია.

როგორც მინისტრმა განმარტა, რიგ შემთხვევებში, ხელფასის 60%-იანი ზრდაც მოხდა. აზარაშვილის თქმითვე, სოციალურ აგენტებს შემოსავლის მიღება გამომუშავებითაც შეუძლიათ.

„სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, წინა კვირაში შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და ზოგიერთ შემთხვევაში, ხელფასის 60%-იანი მატებაც არის და ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10-ლარამდე გავზარდეთ. მე გეტყვით, რა მოცემულობაა და აქედან გამომდინარე, მიხვდებით, ეს ადეკვატურია თუ არა. კომპენსაციის ჩათვლით ჯამურად შეუძლიათ თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც ფიქსირებულია, იმასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა