ანონსი  18 იანვარი

18 იანვარს, 09:30 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართება რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან უცხოელი ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატირუი კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები.

18 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

18 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „წამლების ფასი საქართველოში. თურქეთის ბაზრის გახსნა - რა შედეგებია მოსალოდნელი. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 იანვარს, 11:00 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, გაფიცვის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

საკონტაქტო პირები: სოფო ჯაფარიძე - 557 99 65 34;

დავით ომსარაშვილი - 591 98 67 87

18 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 დეკემბერს, 11:30 საათზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

18 იანვარს, 12:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე სანატორიუმ „ქართლში“ გარდაცვლილი დევნილის საქმეზე განცხადებას შეიტანს.

საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599161015

მის: ვახტანგ გორგასლის 24

18 იანვარს, 13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში (ორთაჭალა), „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საჩივარს შეიტანს და განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

18 იანვარს, 13:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ USAID საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

18 იანვარს, 14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით განხილვა/შეფასებაზე შეხვედრას გამართავს.

პარლამენტის კონსტიტუციის დარბაზში (A კორპუსი, III-ე სართული, ოთახი #304)

18 იანვარს, 15:00 საათზე, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურასთან, ადვოკატებთან ერთად განცხადებას გააკეთებს.

18 იანვარს, 15:00 საათზე, World Vision საქართველო ღონისძიებას სახელწოდებით „მადლობა ზრუნვისთვის“ გამართავს.

ღონისძიებას გახსნის World Vision საქართველოს დირექტორი ეკატერინე გურგენაძე. მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.

მის: კუს ტბა, ნ. ბერძენიშვილის N10 (რესტორანი „ოტიუმი“)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო