უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალამდე, 19 იანვრამდე გადაიდო. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არაუგვიანეს ოთხშაბათს გამოცხადდება.
პროკურატურა პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ან 35.7 მილიონი დოლარის ექვივალენტს (1 მილიარდი უკრაინული გრივნა) მისჯას ითხოვს.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდა. პოროშენკო პეჩერსკის სასამართლოში აეროპორტიდან მივიდა. საქმე ეხება ე.წ. „ქვანახშირის“ საქმეს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. მას ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან.