Global News - კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების მცირე კონტიგენტი გაგზავნა

კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა, - ინფორმაციას Global News-ი ავრცელებს.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილი, შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინაში და გამოძებნონ უკრაინის მთავრობის დახმარების გზები.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფს ასევე დაევალა დახმარების გაწევა კანადის დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის გეგმის შემუშავებაში, რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის განხორციელების შემთხვევაში.

კანადის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი 2020 წლიდან მოყოლებული, პერიოდულად ეხმარებიან უკრაინის უსაფრთხოების ძალებს.

აღსანიშნავია, რომ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი კვირას უკრაინაში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი რუსეთის მიერ „აგრესიული ქმედებების“ შეკავების მცდელობების განხილვაა. ის გუშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა