სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგების სერია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კურსი GMP/GDP-ის ინსპექტორებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის რეკომენდაციით, Pharmakon-ის მიერ შემუშავებულია 3 მოდულიანი, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი. ამ ეტაპზე, პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი მოდული 20 მსმენელისთვის, დისტანციურად მიმდინარეობს. კურსი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. მე-2 და მე-3 მოდული კი თებერვალ-მარტში, ფარმაკონის ექსპერტების მიერ საქართველოში გაიმართება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა.
GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.