მიხეილ სარჯველაძე - მოსალოდნელი არ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში რაიმე თვისობრივი ცვლილება იქნება - ისინი კვლავ დესტრუქციულ ნაბიჯებზე  იქნებიან ორიენტირებული

მოსალოდნელი არ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში რაიმე თვისობრივი ცვლილება იქნება - ისინი კვლავ დესტრუქციულ ნაბიჯებსა და დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაზე იქნებიან ორიენტირებული, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოში განხორციელებულ ცვლილებებს.

სარჯველაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მხოლოდ დესტრუქციაში ხედავს, ხოლო მათი რიტორიკა, პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყნისთვის რაც შეიძლება მეტი პრობლემების შექმნას, რათა შემდეგ ამაზე ხელი მოითბონ.

„ამ დრომდე ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მარცხი და წარუმატებლობები განიცადეს. ამის მიზეზია ის, რომ მოსახლეობისთვის მიუღებელია ის დესტრუქციული დღის წესრიგი, რასაც საზოგადოებას სთავაზობენ. შესაბამისად, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი აქ უნდა ნახონ. უმჯობესია, ეს გაანალიზონ და ძალისხმევა ხალხის სამსახურს მოახმარონ და არა დესტრუქციული ზრახვების განხორციელებას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა