კელი დეგნანი - აშშ-მა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის გარეშე

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის შემუშავებაში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში.

„აშშ და ევროპელი პარტნიორები მჭიდრო კოორდინაციაში არიან, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ შეიმუშაონ პასუხი იმ საფრთხეებზე, რაც მიმართულია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ, რომლის მშენებლობაშიც ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის.

გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე, სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან, რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, რუსეთია, რომელიც ცდილობს, დარტყმა მიაყენოს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს ყველა ქვეყანა იღებს", - აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, აშშ ღიაა შეხვედრისა და დიალოგისთვის, მაგრამ უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე.

„ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა 25 წლის წინ. ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ძირითადი პრინციპებით. პირველი არის, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს წევრობას წყვეტენ 30 მოკავშირე და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება.

საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი.

ამასთან, შეერთებულმა შტატებმა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ ევროპის საკითხზე ევროპის გარეშე, ნატო-ს საკითხზე, ნატო-ს მოკავშირეების გარეშე და ასევე არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინის შესახებ, საქართველოსა და უკრაინის გარეშე და შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც უკრაინის მთავრობასთან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო