იენს სტოლტენბერგი - კონფლიქტის რისკი რეალურია, რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

„კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ოლაფ შოლცის თქმით კი გერმანია და ნატო ელიან, რომ რუსეთი შეამსუბუქებს სიტუაციას უკრაინის საზღვარზე, მაგალითად, იქ ჯარების რაოდენობის შემცირებით. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

„აშკარაა, რომ მაღალი ფასის გადახდა მოუწევს და რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ყველაფრის განხილვა გახდება საჭირო“, - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. დასავლეთი ირწმუნება, რომ არსებობს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისა და ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელების რეალური საფრთხე. მოსკოვი კი შეჭრის გეგმას უარყოფს.

იხილეთ ვიდეო: იენს სტოლტენბერგი - კონფლიქტის რისკი რეალურია, რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა