ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით 18 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20%-ით მეტია

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 18 739 636 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20%-ით მეტია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 45 543 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 44% ევროპის 38 % კი - ამერიკის რეგიონში გამოვლინდა.

დაინფიცირების ყველაზე მეტი, 4 688 466 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, 2 012 943 შემთხვევით, მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც დაინფიცირების 1 594 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ მოჰყვებიან იტალია და გაერთიანებული სამეფო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა