რუსეთის საელჩო აშშ-ს - რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და არ უბიძგოთ კიევში „ცხელ თავებს" ახალი პროვოკაციებისკენ

თუ აშშ-ის ხელისუფლება ერთგულია უკრაინის შიდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის ძალისხმევის მიმართ, მათ უარი უნდა თქვან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდების გეგმებზე, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მოსკოვი ასევე მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასრულოს „ისტერია“ დონბასის საკითხთან დაკავშირებით.

“18 იანვარს თეთრმა სახლმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ერთხმად ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დეესკალაციის ნაბიჯების არარსებობაზე. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და რაც მთავარია - არ უბიძგოთ კიევში „ცხელ თავებს" ახალი პროვოკაციებისკენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს