აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოსა და უკრაინას უფლება აქვთ აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის

უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს უფლება აქვთ, აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის, მათ შორის მუშაობითა და სწრაფვით გახდნენ ევროატლანტიკური თანამეგობრობისა და ნატო-ს წევრები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა მოითხოვს ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და ადამიანის უფლებების პატივისცემას.

„ეს პრინციპები გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომლებიც საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის ფუნდამენტური დოკუმენტებია და მშვიდობის, უსაფრთხოებისა და პროგრესის საუკეთესო გარანტია ყველა ჩვენგანისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე საუბრობს, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი შეიჭრა სამ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში; ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი, როგორც საკუთარ მიწაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ (სკრიპალი, ნავალნი) და დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხებს მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დავაყენებთ რუსეთთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს