კორონავირუსის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ მიზნით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“(15-22), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15-05) თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება.

„Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“ 60 სპეციალისტი - 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება. ასევე 30 ოპერატორით ძლიერდება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი - 15 05. გადაწყვეტილების მიხედვით, დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100-მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელი ხაზის და „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა