ყაზახეთის ხელისუფლებამ, დაგეგმილი აქციის გამო, ალმათიში უსაფრთხოების ძალები განალაგა

დაგეგმილი აქციის გამო ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ალმათიში უსაფრთხოების ძალები განალაგა. Reuters-ის ინფორმაციით, ყაზახეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები დღეს ალმათიში მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების ძალები ქალაქის მთავარ ქუჩებს აკონტროლებენ. ამასთან, ყაზახეთში დღეს უქმდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მასშტაბური აქციებისა და არეულობის დროს დააწესა.

ყაზახეთში 2 იანვარს საწვავის ფასის გაორმაგების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც ანტისამთავრობო მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. აქციების დროს მომხდარ არეულობებს სულ მცირე 225 ადამიანი ემსხვერპლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა