ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება იმისთვის, რომ „გააძლიეროს შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“

კიევიდან ბლინკენი ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება და რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე შესაძლო რეაგირებას განიხილავს. პარასკევს კი ჟენევაში ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება.

"ბლინკენის ვიზიტი და დაგეგმილი კონსულტაციები არის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა განიმუხტოს დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედრო მობილიზაციით და უკრაინის წინააღმდეგ უწყვეტი აგრესიის განხორციელებით", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა