ექიმის, გიორგი კაჭარავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის კონტექსტი ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური კუთხით მის მდგომარეობას ამძიმებს

სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონსილიუმის ექიმის, გიორგი კაჭარავას განცხადებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის კონტექსტი ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური კუთხით მის მდგომარეობას ამძიმებს. ამის შესახებ ექიმმა გიორგი კაჭარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და წარმართული სამედიცინო მკურნალობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულმა კონსილიუმმა შემაჯამებელი დასკვნა წარმოადგინა.

გიორგი კაჭარავას განმარტებით, ეს არის შემაჯამებელი დასკვნა და თუ რამე არ შეიცვლება, ამ მოცემულობაში, იგივე რეკომენდაციის მიზნით მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში შესვლას დიდი აზრი არ აქვს. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, შეიძლება გაუმჯობესდეს.

„ბოლო სამი ვიზიტია, პრაქტიკულად ერთ წრეზე ვტრიალებთ, ერთსა და იმავე რეკომენდაციებს გავცემთ და დაახლოებით ერთსა და იმავე ტექსტის დოკუმენტებს ვაქვეყნებთ. ამიტომ, ამას შემაჯამებელი დოკუმენტის სახე მივეცით. ერთი და იგივე რეკომენდაციის გაცემას რაღაცა ინტერვალებით დიდი აზრი არ აქვს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მას დავარქვით შემაჯამებელი", - განაცხადა კაჭარავამ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, თუ რა არის ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ძირითადი დიაგნოზი.

„შიმშილობით გამოწვეული ნევროლოგიური მოვლენები, სტრესი და მისი ნარჩენი მოვლენები, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, მაგრამ ძირითადი მისი მკურნალობის მხრივ, გარდა იმისა, რაც კეთდება, უნდა გადიოდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას", - აცხადებს გიორგი კაჭარავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო