გერმანიაში კორონავირუსის 112 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ჯანდაცვის მინისტრი სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს

გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 112 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დღიდან.

ამასთან, გავრცელების შვიდდღიანი მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 584.4 შემთხვევამდე გაიზარდა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის განცხადებით, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული ახალი ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს.

„ვფიქრობ, პიკს თებერვლის შუა რიცხვებში მივაღწევთ, შემდეგ კი შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირებას დაიწყებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შემთხვევების რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს, შესაძლოა, დაახლოებით ორჯერ აღემატებოდეს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია სწრაფად, აპრილში ან მაისში უნდა დაწესდეს, იმისთვის რომ შემოდგომაზე დაინფიცირების მორიგი ტალღის თავიდან აცილება მოხდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო