საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს

საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვლის ჩათვლით დარგის ექსპერტები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით 34 სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებენ.

სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირება პაციენტის უსაფრთხოებისა და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.

მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა