სახალხო დამცველი სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრები დევნილების პრობლემებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრები დევნილების პრობლემებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმართვას მინისტრის სახელზე ოფიციალურად გააგზავნის.

ამასთან, მისივე შეფასებით, სანატორიუმ "ქართლში" დევნილები არა მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიშ, არამედ, ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობენ.

„გავაკეთე შეთავაზება მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსადმი და მინისტრისადმი, რომ მზად ვართ ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში.

იცით, რომ ძალიან დიდი ხანია დევნილების, მათ შორის ნგრევად ობიექტებში მცხოვრები პირების უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობთ და ძალიან კარგად გვესმის ის ნიუანსები და პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან. ამ საკითხზეც ვისურვებდი მინისტრთან შეხვედრას და ოფიციალურად მივმართავთ მას შეხვედრის თხოვნით. ეს ობიექტი ჩვენ შევისწავლეთ წლების წინ და გავეცით დასკვნა, რომ მას ნგრევადი სტატუსი მინიჭებოდა. გასაგებია, რომ მაღალია მოთხოვნა დევნილების მხრიდან განსახლების, მომლოდინეთა რიგი დიდია, მაგრამ პრიორიტეტი მაქსიმალურად უნდა მიენიჭოთ იმ დევნილებს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ.

მით უმეტეს, რომ იქ ცხოვრობენ ახალგაზრდები, ბავშვები და მათ ყოველდღიურ ყოფას საფრთხე ექმნება. პრიორიტეტი მათ განსახლების უნდა მიენიჭოს. მე რაც მოვისმინე დევნილებისგან, არის წმინდა ბიუროკრატიული თუ ტექნიკური დაბრკოლებები თუ გაუგებრობები, რაც ვფიქრობ, სწორი მოლაპარაკებების და დიალოგის რეჟიმში მოგვარებადია. თუნდაც ის, რომ მათ საკუთარი ინიციატივით მოიძიონ ალტერნატიული ფართები. დღეს არის ძალიან ბევრი დაბრკოლება მათთვის. პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს, რადგან იქ არა მარტო სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ, არამედ ისინი 30 წელია ცხოვრობენ ღირსების შემლახავ პირობებში, 30 წელია მათ პირადი სივრცეც კი არ აქვთ. ამიტომ სახელმწიფოსთვის ეს საკითხები პრიორიტეტული უნდა იყოს",- განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა