დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის თურქეთში მიწვევაზე - მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში სიტუაციის მოგვარებისკენ

მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში დახმარების გაწევა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებას.

„მთავარი უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავშირებულია სწორედ კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებასთან. თუ ჩვენს თურქ პარტნიორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ უკრაინელებზე და უბიძგონ მათ, შეასრულონ ადრე მიღებული შეთანხმებები, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად და რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსი და უკრაინელი კოლეგები, ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის თურქეთში მიიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა