რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერი - თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირებაში წვლილი შეიტანოს

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის სერიოზული დიალოგი მიმდინარეობს და თურქეთი მზადაა, ხელი შეუწყოს რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოების აღმოფხვრას, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთს არ სურს რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირება ან ომი იხილოს და მზადაა, ნებისმიერი როლის შესასრულებლად რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად.

იბრაჰიმ კალინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მოლაპარაკებებისთვის თურქეთში მიიწვია. „მან ორივე მოიწვია თურქეთში, თუ სურთ აქ შეხვედრა და მათ შორის არსებული საკითხებისა და უთანხმოების მოგვარება,” - განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა