ენტონი ბლინკენი - უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების ზრდა პუტინს შესაძლებლობას აძლევს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება ძალიან მოკლე დროში განახორციელოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს.

ბლინკენმა კიევში, აშშ-ის საელჩოში დიპლომატებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზება მიზეზის გარეშე მიმდინარეობს და არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ.

”ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ ძალიან მოკლე დროში და ეს აძლევს პრეზიდენტ პუტინს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ”, - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი კიევში დღეს ჩაფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება. კიევიდან ბლინკენი ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება და რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე შესაძლო რეაგირებას განიხილავს. მედიის ინფორმაციით, პარასკევს კი ჟენევაში ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა