ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე FITUR მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს.

უწყების ცნობით, წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 15-მდე ქართული კომპანია, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და DMO იმერეთი.

„მიუხედავად პანდემიისა წელს საქართველო ძალიან შთამბეჭდავი სტენდით არის წარმოდგენილი გამოფენაზე. ჩვენ 11 კომპანიასთან ერთად ვმონაწილეობთ მადრიდის გამოფენაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ FITUR არის გამოფენა, რომელიც პანდემიის მიუხედავად ყოველწლიურად იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მთელი ევროპა და შესაბამისად დამატებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვეძლევა პანდემიის პირობებში ძალიან სწორი და ეფექტური პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, FITUR ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენა 23 იანვარს დასრულდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო