ანდრია ურუშაძე - თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეპიდემია დამთავრდა და საფრთხემ გადაიარა - ნურავინ დაიჯერებს, რომ „ომიკრონი“ ბოლო შტამია

თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეპიდემია დამთავრდა, საფრთხემ გადაიარა, ჩვენ განსაკუთრებულად მობილიზებული სწორედ ახლა უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ფიქრი იმისა, რომ „ომიკრონი“ ბოლო შტამია და პანდემია მთავრდება, უსაფუძვლოა.

“არის მოსაზრებები, რომ “ომიკრონი” შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რაოდენობიდან გამომდინარე, შეიძლება ჰოსპიტალიზაციის პროცენტი ნაკლებია, მაგრამ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ეს მაინც სამედიცინო სისტემისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საფრთხეს, ეს სერიოზული პრობლემაა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის - სერიოზული გამოწვევაა.

უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ პირველადი რგოლის პერსონალს მხარი დავუჭიროთ - პროფესიული მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა, მეტი ძალების მობილიზაცია.

მთავარი გაკვეთილი, რაც უნდა მიგვეღო ამ ორი წლის განმავლობაში არის ის, რომ პანდემია გრძელდება. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და მზადყოფნაში, დავუჯეროთ ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც პირველ რიგში ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრში არიან. დავუჯეროთ ექიმებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ პაციენტებთან ურთიერთობა და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეპიდემია დამთავრდა, საფრთხემ გადაიარა. ჩვენ განსაკუთრებულად მობილიზებული უნდა ვიყოთ სწორედ ახლა და ნურავინ ნუ დაიჯერებს, რომ „ომიკრონი“ არის ბოლო შტამი და ამით რაღაც მთავრდება, ამის საფუძველი არ გვაქვს. ყველას გვინდა ასე რომ იყოს, მაგრამ ვიყოთ ფრთხილად, ვიყოთ ორგანიზებულები და პირველ რიგში ჩვენი მეგობრები დავიცვათ იმით, რომ ავიცრებით; იმით, რომ თავს არ მოვიტყუებთ, რომ რაღაც უკეთესობისკენ მიდის საქმე”, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს