კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგურის მდგრადობის შესწავლა დასრულებულია, უკვე არსებობს რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

"ამ ხნის განმავლობაში დეტალურად შევისწავლეთ მეტროსადგურის მდგრადობა და როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია, რომ არ შეგვექმნას იგივე პრობლემა, რაც წლების წინ მოხდა. ყველა ამ კვლევის შედეგი მიღებულია, გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე გვეცოდინება ალბათ, გამარჯვებული კომპანია. როგორც კი ეს გვეცოდინება, დავიწყებთ სამუშაოებს. მარტივი არ არის ამ პროექტის განხორციელება, რადგან მეტრო თავისი შინაარსით სპეციფიკურია. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება კომპანიები, ვინც ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს. უცხოური კომპანიის ჩართვას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს