თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე - ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, მათ იშვიათად ემართებათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ავლენს „ომიკრონს“ სწრაფი ტესტი და რა შემთხვევაში ხდება საჭირო „პისიარ“ ტესტის გაკეთება.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ვითარებაშიც კი, თუ პაციენტს კორონავირუსი „პისიარ“ ტესტითაც არ დაუდასტურდება, თუმცა სიმპტომები აქვს, ექიმი ისე უნდა მოიქცეს, როგორც კოვიდპაციენტთან.

„სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ "პისიარ" ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს.

ექიმებს მივმართავ, რომ თუ პაციენტს აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტესტი, მათ შორის "პისიარიც" არის უარყოფითი, ასეთ პაციენტს უნდა მოვექცეთ როგორც კოვიდიანს და გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ როგორც კოვიდიანი, რამეთუ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ის არ დამძიმდება და ლეტალური შედეგით არ დასრულდება. ხოლო თუ მცირე შემთხვევაში მოხდება შეცდომა, ანუ პაციენტს არ ექნება კოვიდი, მაგრამ უმკურნალებენ როგორც კოვიდიანს, ამით არაფერი დაშავდება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძე „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

„ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, "ომიკრონი" აქვს თუ "დელტა",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ომიკრონი“ მასიურად გავრცელდა და ამ შტამით ვაქცინირებული ადამიანებიც ავადდებიან, ცერცვაძე ამბობს, რომ ეს შტამი „იშვიათად ემართებათ მათ, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს“.

„მთლად ყველას არ ემართება, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ. მასობრივი ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება, განსაკუთრებით მესამე, „ბუსტერ“ დოზით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს