ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრის" შესახებ მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუშინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „მე სრულიად მკაფიოდ ვესაუბრე პუტინს. მისი მხრიდან არავითარი გაუგებრობა არ არის. თუკი უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება შეჭრა“, - განაცხადა ბაიდენმა.

„ნურავის ექნება ეჭვი იმაში, რომ თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ არსებობს კიბერთავდასხმის ან სამხედრო ქმედებების ალბათობა რუსეთის მხრიდან, რაც კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს აშშ-ის და მისი მოკავშირეებისგან.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს დილით თქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერისა და მზადყოფნის იმედი აქვს და ამის უფლება გააჩნია“,- აღნიშნა ბაიდენმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ”პასუხს აგებს, თუ უკრაინაში შეიჭრება, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ის“. მან ასევე დასძინა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა