რუსეთი იანვარ-თებერვალში მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს გამართავს

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები იანვარ-თებერვალში მასშტაბურ წვრთნებს გამართავს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

მათივე ცნობით, წვრთნები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პასუხისმგებლობის ყველა ზონაში ჩატარდება.

„წვრთნები ჩატარდება ხმელთაშუა, ჩრდილოეთ და ოხოტის ზღვებში და წყნარ და ატლანტის ოკეანეებში,”- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს 140 სამხედრო გემი, 60-ზე მეტი თვითმფრინავი, 1 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 10 000 სამხედრო მოსამსახურე.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ჩინეთი და ირანი დღეს ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა