ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე - მე არ ველოდები რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან დღეს დაგეგმილი შეხვედრისგან მნიშვნელოვან გარღვევებს არ ელოდება.

„მე არ ველოდები რაიმე გარღვევას,“- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა გერმანულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, რუსეთთან, სხვადასხვა ფორმატში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებს ჰქონდათ დრო ეფიქრათ იმაზე, რაც ამ შეხვედრების დროს მოისმინეს, ამიტომ, სერგეი ლავროვთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა დასკვნები გამოიტანა რუსეთმა დიპლომატიური საუბრებიდან და შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური გზის გაგრძელება არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

„გვქონდა შესაძლებლობა გვეფიქრა იმაზე, რაც თითოეულმა მოვისმინეთ. ვფიქრობ, რუსეთის გუნდს ჰქონდა შანსი გაემართა კონსულტაცია პრეზიდენტ პუტინთან. ყველას გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ერთმანეთთან, ყველა მოკავშირესა და პარტნიორთან. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანი მომენტია, შევაფასოთ, სად ვართ რა დასკვნები გამოიტანა რუსეთმა ამ დიპლომატიური საუბრებიდან, ვუთხრათ რუსეთს ზუსტად სად ვართ - და სად არიან ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები და გავარკვიოთ, შეგვიძლია თუ არა რეალურად გავაგრძელოთ დიპლომატიური გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად,“- აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრა იქნება შესაძლებლობა იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი მოწოდებული იმისთვის, რომ არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით გადაიჭრას.

„ვიმედოვნებ, რომ ხვალ უფრო მეტს გავიგებთ იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი გულწრფელად მოწოდებული ამ უთანხმოებების დიპლომატიური, დიალოგის გზით გადაჭრას შეეცადოს,“- აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, დღეს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართება. მანამდე, ენტონი ბლინკენი უკრაინასა და გერმანიაში იმყოფებოდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე - მე არ ველოდები რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან დღეს დაგეგმილი შეხვედრისგან მნიშვნელოვან გარღვევებს არ ელოდება.

„მე არ ველოდები რაიმე გარღვევას,“- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა გერმანულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, რუსეთთან, სხვადასხვა ფორმატში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებს ჰქონდათ დრო ეფიქრათ იმაზე, რაც ამ შეხვედრების დროს მოისმინეს, ამიტომ, სერგეი ლავროვთან შეხვედრა მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა დასკვნები გამოიტანა რუსეთმა დიპლომატიური საუბრებიდან და შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური გზის გაგრძელება არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.

„გვქონდა შესაძლებლობა გვეფიქრა იმაზე, რაც თითოეულმა მოვისმინეთ. ვფიქრობ, რუსეთის გუნდს ჰქონდა შანსი გაემართა კონსულტაცია პრეზიდენტ პუტინთან. ყველას გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ერთმანეთთან, ყველა მოკავშირესა და პარტნიორთან. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანი მომენტია, შევაფასოთ, სად ვართ რა დასკვნები გამოიტანა რუსეთმა ამ დიპლომატიური საუბრებიდან, ვუთხრათ რუსეთს ზუსტად სად ვართ - და სად არიან ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები და გავარკვიოთ, შეგვიძლია თუ არა რეალურად გავაგრძელოთ დიპლომატიური გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად,“- აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრა იქნება შესაძლებლობა იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი მოწოდებული იმისთვის, რომ არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით გადაიჭრას.

„ვიმედოვნებ, რომ ხვალ უფრო მეტს გავიგებთ იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი გულწრფელად მოწოდებული ამ უთანხმოებების დიპლომატიური, დიალოგის გზით გადაჭრას შეეცადოს,“- აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, დღეს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართება. მანამდე, ენტონი ბლინკენი უკრაინასა და გერმანიაში იმყოფებოდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია