ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს და მიმდინარე წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა