„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ინფორმაციით, რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი ნივთით ლოყისა და ყელის არეში ჭრილობები მიაყენა

ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი ნივთით ლოყისა და ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული ინფორმაცია „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

ლოლუას თქმით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო დამნაშავე გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში.

„დილის 5 საათზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოვლის დროს ექთანმა შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა, რა დროსაც დაინტერესდა მისი მდგომარეობით, მივიდა მასთან და მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი. მას სურდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია, შესაბამისად, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით ბასრი იარაღით რამდენიმე დარტყმა განახორციელა. საბოლოოდ, პაციენტმა ექთანს 2 ჭრილობა მიაყენა - ერთი ლოყის არეში, რომელსაც 7 ნაკერი დასჭირდა და რომელმაც დააზიანა სანერწყვე ჯირკვალი და ამ ყველაფერს რთული რეაბილიტაციის პერიოდი დასჭირდა და მეორე ჭრილობა ყელის არეში.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ორ პიროვნებას ერთმანეთთან კონფლიქტური გადაკვეთა არ ჰქონია. 2 კვირის განმავლობაში პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა და ამ ექთანს რამდენიმე მორიგეობაც კი მოუწია და ზრუნავდა ამ პაციენტზე. მათ შორის პირადი დაპირისპირება არ მომხდარა“, - განაცხადა სალომე ლოლუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა