კახა კალაძე - ვარკეთილის მეტროს სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში, დღის განმავლობაში მეტრო არ დაიხურება თუ რაიმე ისეთი სამუშაო არ იქნება, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს

ვარკეთილის მეტროს სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში. დღის განმავლობაში მეტრო დახურული არ იქნება. თუ რაიმე ისეთი სამუშაო არ იქნება, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკრეტული დღეები, როდესაც დაიკეტება და მეტრო არ იმუშავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, ვარკეთილის განახლებული მეტრო ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და აქვე ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დაგვიანების გამო და აღნიშნულის მიზეზებზეც საუბრობს.

„რაც შეეხება სამუშაოებს, რა თქმა უნდა, სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში. დღის განმავლობაში მეტრო დახურული არ იქნება, თუ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო არ იქნება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკრეტული დღეები, როდესაც მეტრო არ იმუშავებს. დანარჩენ დღეებში მაქსიმალურად ვეცდებით მხოლოდ ღამის საათებში ვიმუშაოთ.

ადაპტირებული იქნება ყველანაირად შშმ პირთათვის და საკმაოდ მოწესრიგებული, ლამაზი დიზაინი არის. მე კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების დაწყება, თუმცა ამასაც აქვს თავისი ახსნა, რადგან დეტალურად გამოვიკვლიეთ ყველაფერი, არსებული მდგომარეობა, რამდენად გაუძლებს სამუშაოებს, რა პრობლემები იყო, რატომ მოხდა ის, რომ ჭერი ჩამოინგრა და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა