სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების იურისტი აცხადებს, რომ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა არის გარკვეული შემოთავაზებები

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვქონდა, არ არის დაკმაყოფილებული სამინისტროს მხრიდან, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების იურისტმა დავით ომსარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უფლებადამცველი და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ უწყების მხრიდან იყო გარკვეული ტიპის შეთავაზებები, თუმცა დეტალებზე ისინი არ საუბრობენ.

„სანამ არ იქნება დასაქმებულებს შორის შეხვედრა, უფრო კონკრეტულად მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვქონდა არ არის დაკმაყოფილებული სამინისტროს მხრიდან, თუმცა არის გარკვეული შემოთავაზებები, ხედვები, დათმობები, ასევე უარიც" , - აღნიშნა სოლიდარობის ქსელის იურისტმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლის თქმით, მათ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - ხელფასის 100%-ით ზრდასთან დაკავშირებით, კონკრეტული შედეგი არ მიღწეულა.

„არის გარკევული ტიპის შემოთავაზებები, შედარებით უკეთესი, რაც აქამდე იყო და მოლაპარაკების რეჟიმი გაგრძელდება. ჩვენ გავივლით საკითხებს ჩვენს თანამშრომლებთან ერთად და ამის შესახებ დეტალურად მოგვიანებით გაცნობებთ.

კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით. ხელფასის მატება განვიხილეთ და საკითხი ბოლომდე არ არის გარკვეული. რამდენ პროცენტიანი ზრდა იქნება ამის შესახებ შევჯერდებით. ამ დროისთვის, გეტყვით, რომ გარკვეული მოთხოვნები, რაც ჩვენ გვქონდა დაკმაყოფილდა. კონკრეტულად ეს ეხება თუნდაც დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას. სხვა დეტალებს ამ დროისთვის ვერ მოგახსენებთ“, - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა სპეციალისტმა მიხეილ ანთაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა თითქმის სამი საათი გრძელდებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს