ენტონი ბლინკენი  ლავროვს - ეს შეხვედრა ჩვენი მცდელობის ნაწილია, განვმუხტოთ სიტუაცია და აღვკვეთოთ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

ეს შეხვედრა არის ჩვენი მცდელობის ნაწილი, განვმუხტოთ სიტუაცია და აღვკვეთოთ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ჟენევაში ჩასვლამდე კონსულტაციები ჰქონდა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათი პოზიციაა ის, რომ მზად არიან დიალოგის გაგრძელებისთვის, თუმცა უკრაინის მიმართ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, მათი პასუხი იქნება ერთიანი და კონსოლიდირებული.

„ეს არის კრიტიკული მომენტი. თქვენ მართალი ხართ: ჩვენ არ ველოდებით, ჩვენი განსხვავებების დღეს მოგვარებას, მაგრამ იმედი მაქვს და ველოდები რომ შევამოწმებთ, რჩება თუ არა დიპლომატიის, დიალოგის კარი ღია და ჩვენ ერთგული ვართ ამ გზით სვლის მიმართ, განსხვავებების მშვიდობიანად გადაჭრის მიმართ“, - მიმართა ბლინკენმა ლავროვს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ შეხვედრისგან არ ელოდება გარღვევებს, არამედ კონკრეტულ პასუხებს მათ შეთავაზებებზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს