ლევან იოსელიანი - შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს - დაუსვით კითხვა, როდის აპირებს დააბრუნოს ბიუჯეტიდან გატანილი 5 მილიონ 113 ათასი ლარი?

შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს - დაუსვით კითხვა, როდის აპირებს დააბრუნოს ბიუჯეტიდან გატანილი 5 მილიონ 113 ათასი ლარი? - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა, “თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა“.

"შალვა ნათელაშვილს 2008 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა. ის იყო პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს, თითი თითზე არ დაუდია, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. ეს სამარცხვინო საქციელია! თუ ის ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად სახლში წაიღო“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანმა აქვე დასძინა, რომ “ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებს და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა