სერგეი ლავროვი - ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის უკრაინის საკითხამდე დაყვანა არ უნდა მოხდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის ამ საკითხამდე დაყვანა არ უნდა მოხდეს.

„დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ არა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის ამ საკითხზე დაყვანას. უკრაინასთან დაკავშირებით, ბლინკენმა დაადასტურა ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა მათი მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყონ ხელშეკრულების განხორციელებას,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ენტონი ბლინკენს სთხოვა, უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და აიძულოს ის, მინსკის შეთანხმებები შეასრულოს.

”მე მას კიდევ ერთხელ მოვუწოდე, თავისი გადამწყვეტი გავლენა გამოიყენოს კიევის რეჟიმზე, რათა აიძულოს ის, გონს მოეგოს და შეწყვიტოს ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საბოტაჟი”, - აღნიშნა ლავროვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა