ენტონი ბლინკენი - რუსეთს შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა, რომელიც მიდის მშვიდობასა და უსაფრთხოებამდე, ან გზა, რომელიც მიდის კონფლიქტამდე და საერთაშორისო დაგმობამდე

სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც იცავს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები და ამ საკითხებზე მოლაპარაკებები არ იქნება.

„მე სერგეი ლავროვს გარკვევით განვუცხადე, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც იცავს შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები. ეს საკითხები მოიცავს იმას, რომ არ უნდა დაბრკოლდეს უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებები, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობა არ იქნება", - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას.

„მიმაჩნია, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას. ასე რომ, რუსეთი ახლა დგას არჩევანის წინაშე: შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა, რომელიც მიდის მშვიდობასა და უსაფრთხოებამდე, ან გზა, რომელიც მიდის კონფლიქტამდე და სერიოზულ შედეგებამდე და საერთაშორისო დაგმობამდე", - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიპლომატიური პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„იმედი მაქვს, ახლა ბატონ ლავროვს უკეთ ესმის ჩვენი პოზიცია და პირიქით. დღევანდელი განხილვა ამ მხრივ სასარგებლო იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ბატონი ლავროვი და მე შევთანხმდით, რომ დიპლომატიური პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

დღევანდელი შეხვედრისგან გარღვევებს არ ველოდით, თუმცა მჯერა, ახლა ერთმანეთის შეშფოთებების და პოზიციების გაგების კუთხით ცხად გზას ვადგავართ. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი დღეები“,- აღნიშნა ბლინკენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო